ირაკლი კობახიძე - კონკრეტული საელჩო როდესაც გეგმავს ღონისძიებას, უნდა გამოგზავნონ მოსაწვევი მთავრობის მისამართზე, პროტოკოლი დაარღვიეს, გააგრძელეს საბჭოური მიდგომა
კონკრეტული საელჩო როდესაც გეგმავს ღონისძიებას, უნდა გამოგზავნონ მოსაწვევი მთავრობის მისამართზე, პროტოკოლი დაარღვიეს, გააგრძელეს საბჭოური მიდგომა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ კითხვაზე საპასუხოდ ჟურნალისტებს განუცხადა.
კობახიძეს კითხვა დაუსვეს, ხომ არ აპირებს მისვლას ევროპის დღესთან დაკავშირებით ევროკავშირის საელჩოს ღონისძიებაზე.
„იქიდან გამომდინარე, რომ პროტოკოლი არ არის დაცული, ჩვენ მოკლებული ვართ შესაძლებლობას, მივიღოთ მონაწილეობა. პროტოკოლი რომ დაეცვათ, რა თქმა უნდა, აუცილებლად მივიღებდით მონაწილეობას. პროტოკოლის სტანდარტები არის დარღვეული. კონკრეტული საელჩო როდესაც გეგმავს ღონისძიებას, ამ შემთხვევაში მათ უნდა გამოგზავნონ მოსაწვევი მთავრობის მისამართზე. ვინაიდან პროტოკოლი დაარღვიეს და გააგრძელეს ის საბჭოური მიდგომა, რომელსაც კონკრეტული ევროპელი ჩინოვნიკები ავლენენ, დაირღვა პროტოკოლი, შესაბამისად, ჩვენ არ ვიქნებით იქ. ეს არის მათი გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულ იქნა საბჭოური მიდგომებით“, – განაცხადა კობახიძემ.