ირაკლი კობახიძე - კონკრეტული „ენჯეოები“ ჩართული იყვნენ ეკონომიკური პროექტების ჩაგდებაში, რომ ემოქმედა გამჭვირვალობის კანონს, გაუჭირდებოდათ ენერგეტიკული დამოუკიდებლობის ინტერესების წინააღმდეგ წასვლა
ირაკლი კობახიძე - კონკრეტული „ენჯეოები“ ჩართული იყვნენ ეკონომიკური პროექტების ჩაგდებაში, რომ ემოქმედა გამჭვირვალობის კანონს, გაუჭირდებოდათ ენერგეტიკული დამოუკიდებლობის ინტერესების წინააღმდეგ წასვლა

კონკრეტული „ენჯეოები“ იყვნენ ჩართული სტრატეგიული ეკონომიკური პროექტების ჩაგდებაში, რის გამოც უკვე მიადგა ზიანი ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობის ინტერესს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს რომ ემოქმედა, „ენჯეოებს“ გაუჭირდებოდათ, ემოქმედათ ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის ინტერესების წინააღმდეგ.

„ამ საკითხზე ღიად გავუზიარეთ ჩვენი შეშფოთება ჩვენს პარტნიორებს. კონკრეტული „ენჯეოები“ იყვნენ ჩართული სტრატეგიული ეკონომიკური პროექტების ჩაგდებაში, რის გამოც უკვე მიადგა ზიანი ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობის ინტერესს. კონკრეტული „ენჯეოები“ იყვნენ აქაც ჩართული. აქაც მგონია, რომ ყოფილიყო კანონი „გამჭვირვალობის შესახებ“, „ენჯეოებს“ გაუჭირდებოდათ, ასე თავხედურად ემოქმედათ ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობის ინტერესების წინააღმდეგ და უფრო მეტად გაუფრთხილდებოდნენ საკუთარ დონორებს“, – განაცხადა კობახიძემ.