ირაკლი კობახიძე - კონკრეტულ ძალებს სურთ საქართველოს უკრაინიზაცია, თუმცა ჩვენ ამას არ დავუშვებთ, ეს არ მოხდება, ქვეყანაში აუცილებლად შენარჩუნდება მშვიდობა
ირაკლი კობახიძე - კონკრეტულ ძალებს სურთ საქართველოს უკრაინიზაცია, თუმცა ჩვენ ამას არ დავუშვებთ, ეს არ მოხდება, ქვეყანაში აუცილებლად შენარჩუნდება მშვიდობა

კონკრეტულ ძალებს სურთ საქართველოს უკრაინიზაცია, თუმცა ჩვენ ამას არ დავუშვებთ, ეს არ მოხდება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის „ნაცმოძრაობის“ რადიკალების ინტერესი.

„რაც შეეხება საქართველოს უკრაინიზაციას, ყველას მინდა, დავპირდე, რომ საქართველოს უკრაინიზაცია არ მოხდება. ვიღაცებს, კონკრეტულ ძალებს სურთ საქართველოს უკრაინიზაცია, თუმცა ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ეს არის გლობალური „ომის პარტიის“ ინტერესები, ეს არის „ნაცმოძრაობის“ რადიკალების ინტერესი საქართველოში, თუმცა საქართველოს უკრაინიზაცია არ მოხდება. საქართველოში აუცილებლად შენარჩუნდება მშვიდობა და სიმშვიდე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.