ირაკლი კობახიძე - კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წიაღში მესამე ძალა ვერ წარმომიდგენია, ეს იქნება ფორმალური გადაჯგუფება, ყველა აგენტურაა
ირაკლი კობახიძე - კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წიაღში მესამე ძალა ვერ წარმომიდგენია, ეს იქნება ფორმალური გადაჯგუფება, ყველა აგენტურაა

კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წიაღში მესამე ძალა ვერ წარმომიდგენია. ეს იქნება ფორმალური გადაჯგუფება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მისასალმებელია მხოლოდ ჯანსაღი პოლიტიკური ძალა.

„კოლექტიური „ნაცმოძრაობაა“, რომლის შიგნით პერსონალურ დონეზე არის კინკლაობა, დაპირისპირება. ვიცით, რომ ხაბეიშვილს, მელიას, ხაზარაძეს, ხოშტარიას, ჯაფარიძეს, ვაშაძეს – ზოგს უყვარს ერთმანეთი, ზოგს – არა, თუმცა, ეს მოცემულობას არ ცვლის, ყველა ერთად კოლექტიური „ნაცმოძრაობაა“. საჭიროების შემთხვევაში, უბედურება რომ მოხდეს და ამათ მიეცეთ ძალაუფლება, ზუსტად იგივე განმეორდება, რაც 2012 წლამდე იყო. ეს ადამიანები, ვინც დღეს ერთმანეთს აგინებენ, ისევ შეიკრიბებიან. რატომ? ყველა აგენტურაა. მიიღებენ დავალებას, როცა მათ ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ ერთობლივ მოქმედებას მოსთხოვენ, შეიკრიბებიან. ამიტომ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წიაღში მესამე ძალა ვერ წარმომიდგენია. ეს იქნება ფორმალური გადაჯგუფება. საუბარი თუ არის ჯანსაღ პოლიტიკურ ძალაზე, ეს იქნება მისასალმებელი, მაგრამ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ მონოპოლია აქვს მედია და ფინანსურ რესურსებზე. ასეთ პირობებში სხვა პოლიტიკურ ძალებს უჭირთ პოლიტიკურ სისტემაში შევიდნენ. ქვეყნის ჯანსაღი მიმართულების გასაღები იმაშია, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ უნდა განეიტრალდეს და ჩანაცვლდეს არა ახალი აგენტურით, არამედ ქვეყანაზე მზრუნავი ადამიანებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.