ირაკლი კობახიძე – კოლექტიური „ნაცმოძრაობიდან“ არცერთი ადამიანი არ იქნება არჩეული პარლამენტის ვიცე-სპიკერად, პრობლემა არ არის, ეს თანამდებობა თუ არ შეივსება
კოლექტიური „ნაცმოძრაობიდან“ არცერთი ადამიანი არ იქნება არჩეული პარლამენტის ვიცე-სპიკერად, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, „კოლექტიურ ნაცმოძრაობაში“ იგულისხმება „ნაცმოძრაობა“, „ლელო“, პარტია „საქართველოსთვის“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“.
„კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ კანდიდატურის წარმოდგენაზე უარს თუ იტყვის და დანარჩენი ოპოზიციიდან იქნება კანდიდატი წარმოდგენილი, ამ შემთხვევაში მხარდაჭერას განვიხილავთ. „კოლექტიურ ნაცმოძრაობაში“ იგულისხმება „ნაცმოძრაობა“, „ლელო“, გახარიას პარტია, ვაშაძის პარტია. თქვენც ხვდებით, რომ არჩევანი არის უკიდურესად დავიწროებული. შესაბამისად, იმის პერსპექტივა, რომ ვიცე-სპიკერის არჩევა მოვახერხოთ, ძალიან დაბალია. ეს თანამდებობა თუ არ შეივსება, პრობლემა არ არის“, – განაცხადა კობახიძემ.