ირაკლი კობახიძე კიევში პეტრო პოროშენკოს შეხვდება
ირაკლი კობახიძე კიევში პეტრო პოროშენკოს შეხვდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში, დღეს ქვეყნის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს შეხვდება.

ამასთან, დღესვე დაგეგმილია შეხვედრა უკრაინაში მცხოვრებ ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.

უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინის პრემიერ-მინისტრ ვოლოდომირ გროისმანს შეხვდა. ამასთან, ვიზიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძემ პირველი შეხვედრა უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარესთან, ანდრიი პარუბისთან გამართა.

დელეგაციის შემადგენლობაში შედიან საქართველოს პარლამენტის წევრები სერგი კაპანაძე, სოფიო ქაცარავა, კახა კუჭავა, მამუკა მდინარაძე, დავით მათიკაშვილი, გიორგი მოსიძე და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე.

უკრაინაში ვიზიტის შემდეგ, ირაკლი კობახიძე უზბეკეთის რესპუბლიკას ეწვევა.