ირაკლი კობახიძე - ხვალ დაგეგმილია შეხვედრა, სადაც ყველა ოპოზიციონერი დეპუტატი იქნება წარმოდგენილი, მათ ექნებათ საშუალება, დასვან კითხვები და მიიღებენ პასუხებს
ირაკლი კობახიძე - ხვალ დაგეგმილია შეხვედრა, სადაც ყველა ოპოზიციონერი დეპუტატი იქნება წარმოდგენილი, მათ ექნებათ საშუალება, დასვან კითხვები და მიიღებენ პასუხებს

ოპოზიციისა და უმრავლესობის წევრების მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებთან შეხვედრის გრაფიკს ადგენს პარლამენტის ბიურო და გადაწყვეტილება იქნა მიღებული იმასთან დაკავშირებით, რომ ცალკე შედგება შეხვედრა უმრავლესობასთან და ცალკე – ოპოზიციურ ფრაქციებსა და პოლიტიკურ ჯგუფებთან, – ამის შესახებ პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, ხვალ ექნებათ ოპოზიციის წარმომადგენლებს საშუალება, დასვან კითხვები.

„ოპოზიციაში ფრაქცია, პოლიტიკური ჯგუფი არის, დაახლოებით, ათი და, რა თქმა უნდა ათივეს ცალ-ცალკე ვერ შევხვდებოდით, მით უმეტეს, რომ ერთ დღეში შესაძლებელია მხოლოდ ორი ასეთი შეხვედრის გამართვა. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ლოგიკური გადაწყვეტილება მიიღო, ჩემი აზრით, ბიურომ იმის შესახებ, რომ ცალკე გაიმართება შეხვედრა უმრავლესობაში შემავალ ფრაქციასთან, პოლიტიკურ ჯგუფთან და ცალკე შევხვდებით ოპოზიციურ ფრაქციებსა და პოლიტიკურ ჯგუფებს. შესაბამისად, ხვალ 15:00 საათზე დაგეგმილია ეს შეხვედრა, სადაც ყველა ოპოზიციონერი დეპუტატი იქნება წარმოდგენილი, მათ ექნებათ საშუალება, დასვან კითხვები და მიიღებენ პასუხებს“, – განაცხადა კობახიძემ.