ირაკლი კობახიძე - ხმოსანი ქილიკის საგანი გახდა და ტერმინი ჩავანაცვლეთ
ირაკლი კობახიძე - ხმოსანი ქილიკის საგანი გახდა და ტერმინი ჩავანაცვლეთ

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციაში სიტყვა – ხმოსანის საარჩევნო კოლეგიის წევრით ჩანაცვლების მიზეზი ქილიკია.

როგორც ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის არჩევის წესზე საუბრისას აღნიშნა, მმართველ გუნდს სურდა, საუბარი იმის თაობაზე გამოერიცხა, რომ პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით სუბიექტური მიზანი ჰქონდათ, რის გამოც საქართველოს პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესი შემოღებული 2024 წელს იქნება, მანამდე კი, არჩევნები პირდაპირი წესით ჩატარდება.

სპიკერის თქმით, კონსტიტუციის მოქმედი რედაქციით, პრეზიდენტის არჩევა 300 ხმოსანის მიერ მოხდება, რომელიც ახალი რედაქციით იცვლება.

„ხმოსანი ქილიკის საგანი გახდა და გადავწყვიტეთ, რომ ტერმინი ჩავანაცვლოთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს სიტყვა სიძველით ქართული წარმოშობისაა. ახალი ცვლილებებით, საუბარია საარჩევნო კოლეგიის წევრზე. პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგიის 300 წევრი აირჩევს“, – დასძინა კობახიძემ.