ირაკლი კობახიძე - ხელისუფლებამ კანონპროექტი იმ მომენტში გამოიხმო, როდესაც ყველას აჩვენა, რომ პროცესების მართვის შესაძლებლობა ჰქონდა, მიზეზი იყო მეორე მხრიდან მძიმე პროვოკაციების რისკი
ირაკლი კობახიძე - ხელისუფლებამ კანონპროექტი იმ მომენტში გამოიხმო, როდესაც ყველას აჩვენა, რომ პროცესების მართვის შესაძლებლობა ჰქონდა, მიზეზი იყო მეორე მხრიდან მძიმე პროვოკაციების რისკი

სახელმწიფოს ჰქონდა სრული რესურსი, რათა გაეგრძელებინა პროცესი, ჩვენ შეგვეძლო ამ კანონის მიღება. ზუსტად მაშინ გამოვიხმეთ კანონი, როდესაც სახელმწიფომ თავისი რესურსი აჩვენა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, სახელმწიფო თავის რესურსს აჩვენებდა, როდესაც მომიტინგეების წინააღმდეგ მინიმალური ზომები, პროპორციული ძალა გამოიყენა, იმის მიუხედავად, რომ სამართალდამცველების წინააღმდეგ ძალიან უხეში, სრულიად არაევროპული ძალადობა იყო.

„ზუსტად იმ მომენტში გამოიხმო ხელისუფლებამ კანონპროექტი, როდესაც ყველას აჩვენა, რომ პროცესების მართვის შესაძლებლობა ჰქონდა. მიზეზი იყო ერთადერთი – მეორე მხრიდან არსებობდა მძიმე პროვოკაციების მოწყობის რისკი, რასაც შეიძლებოდა, რისკის ქვეშ დაეყენებინა თუნდაც ერთი ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე. ჩვენ ეს არ დავუშვით“, – განაცხადა კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.

მისივე თქმით, ამ პროცესმა ბოლომდე გაიშიფრა ის ექსტრემისტული ხაზი, რომელიც მომზადებული იყო რევოლუციური გეგმებისთვის. კობახიძის განცხადებით, რევოლუციური გეგმა ყველა შემთხვევაში ჩავარდებოდა.