ირაკლი კობახიძე - ხელისუფლება მაქსიმალურად ზრუნავს, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკები განეიტრალდეს და ამისთვის მაქსიმუმს ვაკეთებთ
ირაკლი კობახიძე - ხელისუფლება მაქსიმალურად ზრუნავს, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკები განეიტრალდეს და ამისთვის მაქსიმუმს ვაკეთებთ

საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურად ზრუნავს, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკები განეიტრალდეს და ამისთვის მაქსიმუმს ვაკეთებთ. ათი წლის განმავლობაში ომი არ გვქონია და 90-იანი წლებიდან მოყოლებული პირველი ხელისუფლება ვართ, რომლის მმართველობის პერიოდშიც ომი არ ყოფილა და რომლის პირობებშიც რუსეთს არ ჰქონია ტერიტორიული წინსვლა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მმართველმა გუნდმა ყველაზე კარგად იცის, როგორ დაიცვას ქვეყანა რისკებისგან.

„სამწუხაროდ, ერთადერთი პრობლემა ბორდერიზაციაა, რაც ასევე წინა ხელისუფლების მიერ დატოვებული მემკვიდრეობაა, მაგრამ ომი არ ყოფილა, რუსეთს ტერიტორიული წინსვლა არ ჰქონია და ეს არის ჩვენი დამსახურება. როცა საუბარია რუსულ ინტერესებზე, ეს ყველაფერი შედეგებით ფასდება. წინა ხელისუფლების შედეგი რა იყო? – ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი ჩააბარეს, მათ შორის სტრატეგიული ობიექტები. ჩვენი ხელისუფლების პერიოდში არ ყოფილა არც ერთი და არც – მეორე. ბიჭვინთაც ამის ნაწილია – ბიჭვინთა და ბორდერიზაცია, ყველაფერი მათი მემკვიდრეობაა, მათ დაგვიტოვეს. ყველაზე კარგად ვიცით, როგორ დავიცვათ ქვეყანა რისკებისგან და გვაცადეთ, სადაც საჭირო იქნება რაღაცის ხმამაღლა თქმა, ხმამაღლა ვიტყვით, სადაც საჭირო არ არის ხმამაღლა თქმა და სხვანაირად მუშაობაა საჭირო, ამასაც ვაკეთებთ. სწორედ ამის დამსახურებაა ის, რომ ათი წელია ომი არ გვქონია და რუსეთს არ ჰქონია ტერიტორიული წინსვლა“, – განაცხადა კობახიძემ.