ირაკლი კობახიძე - ხატია დეკანოიძეს რეანიმობილების თემაზე კომპლიმენტი ეკუთვნის, რადგან პირველად მოვისმინე რეალური პრობლემა, რომელიც საზოგადოებას აწუხებს და ოპოზიციის მხრიდან დაისვა
ირაკლი კობახიძე - ხატია დეკანოიძეს რეანიმობილების თემაზე კომპლიმენტი ეკუთვნის, რადგან პირველად მოვისმინე რეალური პრობლემა, რომელიც საზოგადოებას აწუხებს და ოპოზიციის მხრიდან დაისვა

ხატია დეკანოიძეს კომპლიმენტი ეკუთვნის, რადგან პირველად მოვისმინე რეალური პრობლემა, რაც საზოგადოებას აწუხებს და ოპოზიციის მხრიდან დაისვა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა ოპოზიციონერ დეპუტატ ხატია დეკანოიძის განცხადებას, რომლის მიხედვით „ევროოპტიმისტების“ მიერ ჩატარებული კვლევით გამოიკვეთა, რომ 40 მუნიციპალიტეტში არ არის რეანიმობილები.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ორი კვირის წინ ამ საკითხზე საუბარი იყო აღმასრულებელ ხელისუფლებასთან და მათ თქვეს, რომ ზომების მიღება უკვე დაწყებული აქვთ, რათა რეანიმობილების რაოდენობა გაიზარდოს.

„როცა რაიონებში შეხვედრები გვაქვს, ხალხის მხრიდან ასეთი საკითხების დაყენება ხდება. რეანიმობილების დეფიციტია და ეს დეფიციტი აუცილებლად უნდა შეივსოს, რადგან მოსახლეობას ამის საჭიროება აქვს“, – განაცხადა კობახიძემ.