ირაკლი კობახიძე - კეზერაშვილი არის ყაჩაღი, მისი სისხლიანი, შავი ფული იხარჯება ქართულ პოლიტიკაში, რაც არის არასწორი და, მგონი, ამაზე სჭირდებათ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს სათანადო რეაგირება
ირაკლი კობახიძე - კეზერაშვილი არის ყაჩაღი, მისი სისხლიანი, შავი ფული იხარჯება ქართულ პოლიტიკაში, რაც არის არასწორი და, მგონი, ამაზე სჭირდებათ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს სათანადო რეაგირება

კეზერაშვილი არის ოლიგარქი და ოლიგარქზე ბევრად უფრო მეტი, ის არის ჩვეულებრივი ყაჩაღი, რომელიც საქართველოში, თავისივე აღიარებით, აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს, ე.წ. ენჯეოებს, მედიასაშუალებებს, მისი სისხლიანი და შავი ფული იხარჯება საქართველოში ქართულ პოლიტიკაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, კეზერაშვილის საქმის ირგვლივ არის საჭირო ევროპელი პარტნიორების რეაგირება.

ამასთან, კობახიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი არის არა ოლიგარქი, არამედ მეცენატი და ის წლებია, პოლიტიკაში ჩართული აღარ არის.

„ბიძინა ივანიშვილი არის არა ოლიგარქი, არამედ ის არის მეცენატი, თავის დროზე ჩართული იყო პოლიტიკურ ცხოვრებაში და უკვე წელიწად-ნახევარია, მეტიც არის გასული, რაც ის აღარ არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში. 2021 წლის იანვრიდან მოყოლებული ბიძინა ივანიშვილი არ არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში. უფრო მეტიც, მას მოსთხოვეს – და ეს მან წერილით დაადასტურა – პოლიტიკაში შემობრუნება კონკრეტული მითითებების მისაცემად ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის. მას სთხოვდნენ გარედან პოლიტიკაში შემობრუნებას, რაც კიდევ ერთი დასტურია, რომ დღეს ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ჩართული არ არის. მეორე მხარეს არის კეზერაშვილი, რომელიც არის ოლიგარქზე ბევრად უფრო მეტი, ის არის ყაჩაღი, მძარცველი, ის თავის დროზე ძარცვავდა ქართველ ბიზნესმენებს, ბიზნესის რეკეტის სქემაში ადეიშვილთან და სააკაშვილთან ერთად ის ასრულებდა ერთ-ერთ წამყვან როლს, შემდეგ მან გაძარცვა ქართული ჯარი და დღეს ძარცვავს ევროპელ პენსიონერებს. ამის მიუხედავად, სარგებლობს თავისუფალი მიმოსვლით ევროკავშირის ქვეყნებში, რაც ჩვენთვის, უბრალოდ, გაუგებარია. რა თქმა უნდა, კეზერაშვილი არის ოლიგარქი და ოლიგარქზე ბევრად უფრო მეტი, ის არის ჩვეულებრივი ყაჩაღი, რომელიც საქართველოში, თავისივე აღიარებით, აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს, ე.წ. ენჯეოებს, აფინანსებს მედიასაშუალებებს, მისი სისხლიანი და შავი ფული იხარჯება საქართველოში ქართულ პოლიტიკაში, რაც არის არასწორი მოვლენა და ამაზე სჭირდებათ, მგონი, ჩვენს ევროპელ პარტნიორებს სათანადო რეაგირება“, – განაცხადა კობახიძემ.