ირაკლი კობახიძე კაროლ ნავროცკის პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს და თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს
ვულოცავ კაროლ ნავროცკის პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
მთავრობის მეთაური კაროლ ნავროცკის წარმატებას უსურვებს და საქართველოს სახელით მზადყოფნას გამოთქვამს, კიდევ უფრო გააღრმავოს პოლონეთთან თანამშრომლობა საერთო ინტერესების ყველა სფეროში.
„კაროლ ნავროცკის წარმატებას ვუსურვებ პოლონეთის უწყვეტი განვითარების, კეთილდღეობისა და პოლონელი ხალხის მისწრაფებების შესრულების გზაზე. საქართველო კვლავ ადასტურებს ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელობას და მზად არის, კიდევ უფრო გააღრმავოს პოლონეთთან თანამშრომლობა საერთო ინტერესების ყველა სფეროში“, – წერს პრემიერ-მინისტრი.
I extend my heartfelt congratulations to President-elect Karol Nawrocki @NawrockiKn on his victory in the Polish Presidential Election. I wish him every success in leading 🇵🇱 toward continued progress, prosperity, and the fulfillment of the aspirations of the Polish people. 🇬🇪…
— Irakli Kobakhidze (@PM_Kobakhidze) June 2, 2025