ირაკლი კობახიძე - კანონმდებლობა უშვებს, რომ მოქმედი პრემიერი საპარლამენტო სიაში იყოს
ირაკლი კობახიძე - კანონმდებლობა უშვებს, რომ მოქმედი პრემიერი საპარლამენტო სიაში იყოს

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, ირაკლი კობახიძის თქმით, კანონმდებლობა უშვებს, რომ მოქმედი პრემიერი საპარლამენტო სიაში იყოს. მან უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, იქნებიან თუ არა მმართველი პარტიის საპარლამენტო სიაში გიორგი გახარია და მამუკა ბახტაძე. კობახიძემ არ გამორიცხა, რომ აღნიშნულ საკითხზე საუბარი გაიმართოს მამუკა ბახტაძესთანაც.

„მოქმედი კანონმდებლობა უშვებს იმას, რომ მოქმედი პრემიერი საპარლამენტო სიაში იყოს. ამაზე ტაქტიკური გადაწყვეტილება მიიღება გუნდის მიერ, მათ შორის, თავად პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციის საფუძველზე.

ყველაფერ დანარჩენზე, რაც სიას უკავშირდება, საუბარი ჯერ ნაადრევია. კონსულტაციები იქნება და თითოეულ კანდიდატზე გადაწყვეტილებას მივიღებთ.

ყველასთან იქნება საუბარი. რა თქმა უნდა, მამუკა ბახტაძესთანაც შეიძლება, გვქონდეს საუბარი, თუ მას ასეთი ინტერესი აქვს. ჯერ ყველაფერზე საუბარი ნაადრევია. კონკრეტული კონსულტაციები აქამდე არვისთან არ ყოფილა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.