ირაკლი კობახიძე - კანონის დონეზე დაუყოვნებლივ უნდა მოწესრიგდეს ქვეყნის შიგნით უცხოელ წარმომადგენლებთან შეხვედრის საკითხი, რა ტიპის შეხვედრებს სჭირდება მთავრობის თანხმობა
ირაკლი კობახიძე - კანონის დონეზე დაუყოვნებლივ უნდა მოწესრიგდეს ქვეყნის შიგნით უცხოელ წარმომადგენლებთან შეხვედრის საკითხი, რა ტიპის შეხვედრებს სჭირდება მთავრობის თანხმობა

ვფიქრობ, ქვეყნის შიგნით უცხოელ წარმომადგენლებთან შეხვედრის საკითხი კანონის დონეზე დაუყოვნებლივ უნდა მოწესრიგდეს. კანონის დონეზე უნდა იყოს მოწესრიგებული, რა ტიპის შეხვედრებსა და ღონისძიებებს სჭირდება მთავრობის თანხმობა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძე იმედოვნებს, რომ კანონმდებლობას მალე მიიღებენ.

„იმედია, მთავრობაც ამ პოზიციაზე იქნება და მალე მოვახერხებთ კანონმდებლობის მიღებას. ჰარმონიზაციის კუთხით პრობლემები იყო, ამან შექმნა ეს პრაქტიკა, 2017-2018 წლებში სათანადო ჰარმონიზაცია არ მოხდა. მთავრობის თანხმობა სად არის საჭირო, ეს უნდა დაზუსტდეს საგარეო ურთიერთობების სპეციალისტებთან კონსულტაციების საფუძველზე. რაღაცებზე შეიძლება, მეც არ მქონდეს პასუხი, რა საჭიროებს თანხმობას და რა – არა. საგარეო ურთიერთობების სპეციალისტებთან კონსულტაციებს გავივლით და ამის მიხედვით უნდა განისაზღვროს, რა არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. ზოგან მარტივი დასადგენია, ზოგან რთული და ეს სპეციალისტებთან უნდა დაზუსტდეს. მთავრობას უნდა ვკითხოთ, არის თუ არა მზაობა, რადგან გარკვეული პოლიტიკური უხერხულობებია. მაინც მგონია, რომ კანონმდებლობა სრულად ჰარმონიზებული უნდა იყოს კონსტიტუციასთან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.