ირაკლი კობახიძე – კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით რეკომენდაციების შესრულების პროცესებში ჩართვას ყველას შევთავაზებთ

15:29, 20.11.2023

კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით რეკომენდაციების შესრულების პროცესებში ჩართვას ყველას შევთავაზებთ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ჩვენ ყველას შევთავაზებთ, რა თქმა უნდა, შესაბამის პროცესებში მონაწილეობას, თუმცა ოპტიმიზმის საფუძველი ნაკლებად გვაქვს. სამწუხაროდ, გახსოვთ, რომ გასული წელიწად-ნახევრის განმავლობაში ისინი მუდმივად იკავებდნენ თავს ამ პროცესებში ჩართვისგან. ვნახოთ, როგორ იქნება მომავალში ეს ყველაფერი. ჩვენ ყველას შევთავაზებთ შესაბამის პროცესებში ჩართვას“, – განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი