ირაკლი კობახიძე - კახა ოქრიაშვილმა ჩვენთვის მომგებიანი ნაბიჯი გადადგა, ეს არჩევნების მოგებას გაგვიადვილებს იმ ოლქში, სადაც „ქართულ ოცნებას“ გოგი მეშველიანი წარმოადგენს
ირაკლი კობახიძე - კახა ოქრიაშვილმა ჩვენთვის მომგებიანი ნაბიჯი გადადგა, ეს არჩევნების მოგებას გაგვიადვილებს იმ ოლქში, სადაც „ქართულ ოცნებას“ გოგი მეშველიანი წარმოადგენს

პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და დეპუტატ კახა ოქრიაშვილს შორის კონსულტაციები „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში გამარჯვებას გაუადვილებს.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკას მაჟორიტარობის კანდიდატი გოგი მეშველიანი არჩევნებს პირველივე ტურში მოიგებს.

„კახა ოქრიაშვილმა გადადგა ჩვენთვის მომგებიანი ნაბიჯი. ძალიან მკაფიო ზღვარი გაივლო „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის. ეს რა თქმა უნდა, არჩევნების მოგებას გაგვიადვილებს იმ მაჟორიტარულ ოლქში, სადაც „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს გოგი მეშველიანი. დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნებს ძალიან ადვილად მოვიგებთ პირველივე ტურში“, – განაცხადა კობახიძემ.