ირაკლი კობახიძე – ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე რასაც ადვოკატები ამბობენ, ტყუილია, რასაც ჩვენ ვამბობთ, სიმართლეა
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ადვოკატები ტყუილს ამბობენ.
„რასაც ადვოკატები ამბობენ, არის ტყუილი და რასაც ჩვენ ვამბობთ, სიმართლეა. ეს შემიძლია დაბეჯითებით გითხრათ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.