ირაკლი კობახიძე - იყო მოწოდება, რომ შეთანხმების ნაწილი ყოფილიყო მელიას საქმე, საერთაშორისო ინსტიტუტები მის უპირობოდ გათავისუფლებას არ ითხოვენ
ირაკლი კობახიძე - იყო მოწოდება, რომ შეთანხმების ნაწილი ყოფილიყო მელიას საქმე, საერთაშორისო ინსტიტუტები მის უპირობოდ გათავისუფლებას არ ითხოვენ

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დღემდე არც ერთ საერთაშორისო ინსტიტუტს არ მოუწოდებია „ქართული ოცნებისთვის“ პირობების გარეშე ნიკა მელიას გათავისუფლებისკენ.

„იყო მოწოდება, რომ რაღაცებზე შევთანხმებულიყავით და ამ შეთანხმების ნაწილი ყოფილიყო მათ შორის მელიას საქმე. ჩვენ ვართ ორიენტირებული, რომ შეთანხმება შედგეს და ამ შეთანხმების ნაწილი შეიძლება იყოს მელიას საქმე, მაგრამ უპირობოდ, მრავალგზის კანონდამრღვევის გათავისუფლება ჩვენთვის არავის მოუთხოვია. საერთაშორისო ინსტიტუტები მელიას უპირობოდ გათავისუფლებას არ ითხოვენ“, – განაცხადა კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.