ირაკლი კობახიძე – „იუესეიდი“ საქართველოში ჩართული იყო რევოლუციური პროცესების წახალისებაში, ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციაზე თავდასხმაში, ამას კიდევ ერთხელ მოეფინა ნათელი
„იუესეიდი“ პირდაპირ იყო ჩართული საქართველოში რევოლუციური პროცესების წახალისებაში, ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციაზე თავდასხმაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ამას კიდევ ერთხელ მოეფინა ნათელი იმ დოკუმენტებით, რომლებიც გამოქვეყნდა.
„რაც ვიცოდით, იმას მოეფინა კიდევ ერთხელ ნათელი. „იუესეიდი“ პირდაპირ იყო ჩართული საქართველოში რევოლუციური პროცესების წახალისებაში, ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციაზე თავდასხმაში. ეს არ არის ახალი, უბრალოდ ამას კიდევ ერთხელ მოეფინა ნათელი იმ დოკუმენტებით, რომლებიც გამოქვეყნდა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) შიდა დოკუმენტები გაასაჯაროვა, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.