ირაკლი კობახიძე – იქ, სადაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოქალაქეებისა და ეკონომიკისთვის გაიმეტა 0 ლარი, შეგიძლიათ ჩასვათ 460, 75, 73, 150, 15, 50, 500, 600, 50, 90, 10, 600, 300 და 200 მილიონი და მიიღებთ „ქართული ოცნების“ ანტიკრიზისულ გეგმას

16:24, 28.04.2020

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე „ფეისბუქზე“ 2008-2009 წლებში, „ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკრიზისული გეგმის სოციალურ და ეკონომიკურ პაკეტებსა და მის შედეგებზე წერს. ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ იქ, სადაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოქალაქეებისა და ეკონომიკისთვის გაიმეტა 0 ლარი, თუ ამ ციფრებს რამდენიმე ათეული და ასეული მილიონით შევცვლით, მივიღებთ „ქართული ოცნების“ ანტიკრიზისულ გეგმას.

„შეგახსენებთ ხელისუფლების ანტიკრიზისულ გეგმას: სოციალური პაკეტი: დახმარება უმუშევრად ან უხელფასოდ დარჩენილი დაქირავებით დასაქმებულებისთვის: 𝟎 ლარი; დახმარება შემოსავლის გარეშე დარჩენილი თვითდასაქმებულებისთვის: 𝟎 ლარი;სოციალური დახმარება მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, 65-100 ათასი ქულის მქონე ოჯახებისა და შშმ პირებისთვის: 𝟎 ლარი; კომუნალური გადასახადების განულება შესაბამისი საჭიროების მქონე ოჯახებისთვის: 𝟎 ლარი; ძირითად სასურსათო პროდუქტებზე ფასების ზრდის დაზღვევა: 𝟎 ლარი.

ეკონომიკური პაკეტი: სოფლის მეურნეობის პროექტების მხარდაჭერა: 𝟎 ლარი; კომპანიების პირდაპირი ფინანსური მხარდაჭერა: 𝟎 ლარი; კომპანიებისთვის დაბრუნებული დღგ: 𝟎 ლარი; ავტოიმპორტიორებისთვის განბაჟების გადავადება: 𝟎 ლარი; ტურისტული ბიზნესებისთვის გადასახადების გადავადება: 𝟎 ლარი; მცირე სასტუმროებისთვის სესხის პროცენტის სუბსიდირება: 𝟎 ლარი; კომერციული ბანკებისთვის მიწოდებული ფინანსური რესურსი: 𝟎 ლარი; საკრედიტო-საგარანტიო სქემა: 𝟎 ლარი; სამშენებლო მასალებზე ფასების ზრდის დაზღვევა: 𝟎 ლარი.

ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკრიზისული გეგმა 𝟐𝟎𝟎𝟖-𝟐𝟎𝟎𝟗 წლებში. ამ გეგმამ მოიტანა უზარმაზარი შედეგი: ასეულობით გაჩერებული მშენებლობა; ასეულობით გაკოტრებული სასტუმრო და სხვა ტურისტული ობიექტი; ასეულობით გაკოტრებული მცირე და საშუალო ბიზნესი; ათიათასობით ვალაუვალი ბანკის მევალე; 1,15 მილიონი სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანი.

იქ, სადაც ნაციონალურმა მოძრაობამ მოქალაქეებისა და ეკონომიკისთვის გაიმეტა 0 ლარი, შეგიძლიათ ჩასვათ 460, 75, 73, 150, 15, 50, 500, 600, 50, 90, 10, 600, 300 და 200 მილიონი და მიიღებთ ქართული ოცნების ანტიკრიზისულ გეგმას“, – წერს ირაკლი კობახიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

მსგავსი