ირაკლი კობახიძე - ინტერპელაცია მოწესრიგებულია კონსტიტუციით და რეგლამენტით, პრემიერი ყოველთვის მოქმედებდა კონსტიტუციის შესაბამისად, ეს პრაქტიკა არც მომავალში დაირღვევა
ირაკლი კობახიძე - ინტერპელაცია მოწესრიგებულია კონსტიტუციით და რეგლამენტით, პრემიერი ყოველთვის მოქმედებდა კონსტიტუციის შესაბამისად, ეს პრაქტიკა არც მომავალში დაირღვევა

პრემიერი ყოველთვის მოქმედებდა კონსტიტუციისა და რეგლამენტის შესაბამისად და ეს პრაქტიკა არც მომავალში დაირღვევა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძეს ინტერპელაციის წესით ირაკლი ღარიბაშვილის პარლამენტში დაბარებასთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა.

„ინტერპელაციის პროცედურა მოწესრიგებულია საქართველოს კონსტიტუციით და პარლამენტის რეგლამენტით. ამ დოკუმენტების მიხედვით, სავალდებულოა ინტერპელაციის პროცედურაზე როგორც პრემიერის, ასევე მთავრობის სხვა წევრების მისვლა, შესაბამისი კითხვის დასმის შემთხვევაში. პრემიერი ყოველთვის მოქმედებდა კონსტიტუციისა და რეგლამენტის შესაბამისად და ეს პრაქტიკა არც მომავალში დაირღვევა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება უსაფრთხოების კონცეფციის განახლების საკითხს, კობახიძის თქმით, ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი და ქვეყანაში მუდმივად განახლდება ყველა ის დოკუმენტი, რომელიც დაკავშირებულია ქვეყნის უსაფრთხოებასთან, მის განვითარებასთან. თუმცა, ირაკლი კობახიძის განმარტებით, დეტალებზე თავად პრემიერი ისაუბრებს.

„პრემიერი განმარტავს ყველაფერს. ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი. რა თქმა უნდა, ქვეყანაში მუდმივად განახლდება ყველა ის დოკუმენტი, რომელიც დაკავშირებულია ქვეყნის უსაფრთხოებასთან, მის განვითარებასთან. რაც შეეხება დეტალებს, დეტალებზე ინფორმაციას მიაწვდის თავად პრემიერი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.