ირაკლი კობახიძე - იმედი გვაქვს, აშშ და ევროპული ბიუროკრატია საბოლოოდ დაძლევენ „დიფ სთეითის“ გავლენას
ირაკლი კობახიძე - იმედი გვაქვს, აშშ და ევროპული ბიუროკრატია საბოლოოდ დაძლევენ „დიფ სთეითის“ გავლენას

შემაშფოთებელია „დიფ სთეითის“ გავლენები მსოფლიო მასშტაბით. ხედავთ, რა მდგომარეობამდე მიიყვანეს ამ ადამიანებმა ევროპული ბიუროკრატია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაური იმედს გამოთქვამს, რომ „აშშ და ევროპული ბიუროკრატია საბოლოოდ დაძლევენ „დიფ სთეითის“ გავლენას“.

„შემაშფოთებელია „დიფ სთეითის“ გავლენები მსოფლიო მასშტაბით. ხედავთ, რა მდგომარეობამდე მიიყვანეს ამ ადამიანებმა ევროპული ბიუროკრატია. ევროპაში არის ძალიან მძიმე ტენდენციები. იგივე ხდებოდა აშშ-ში წინა ოთხი წლის განმავლობაში. იმედი გვაქვს, აშშ საბოლოოდ დაძლევს „დიფ სთეითის“ გავლენას. იმედი გვაქვს, ევროპული ბიუროკრატიაც შეძლებს ამ გავლენის დაძლევას, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას“, – განაცხადა პრემიერმა.