ირაკლი კობახიძე - იმ სახეებით, რომელზეც საუბარია „დაიცავი საქართველოს“ ხვალინდელ შეხვედრასთან დაკავშირებით, ჯანსაღი მესამე ძალა ვერ შეიქმნება
იმ სახეებით, რომელზეც ხვალინდელ შეხვედრასთან დაკავშირებით არის საუბარი, ბუნებრივია ჯანსაღი მესამე ძალა ვერ შეიქმნება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში პოეტ დავით მაღრაძის მოძრაობის „დაიცავი საქართველოს“ მიერ დაგეგმილ ღონისძიებაზე საუბრისას განაცხადა.
„ოპოზიციის კუთხით ჩვენ გვაქვს ძალიან მძიმე მდგომარეობა, რადგან ეს ნიშა არსებითად აქვს დაკავებული იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც აქვს კრიმინალური წარსული – ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“. „ნაციონალურ მოძრაობას“ უკავია ძალიან დიდი ნიშა, განმსაზღვრელი ნიშა ოპოზიციაში. აქედან გამომდინარე, თითოეული ჩვენგანის ინტერესებში უნდა იყოს, თითოეული მოქალაქის, ჯანსაღი ოპოზიციის გაჩენა. მაგრამ იმ სახეებით, რომელზეც არის ხვალინდელ შეხვედრასთან დაკავშირებით საუბარი, ბუნებრივია, ასეთი ჯანსაღი მესამე ძალა ვერ შეიქმნება.
აქედან გამომდინარე, უნდა დაველოდოთ სამომავლო განვითარებას და იმედი დავიტოვოთ, რომ შემდეგ საპარლამენტო არჩევნებამდე გაჩნდებიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც დაიკავებენ იმ ნიშის ნაწილს მაინც, რომელიც სამწუხაროდ, დღეს დაკავებული აქვს „ნაცმოძრაობას“, აბსოლუტურად არაჯანსაღ და მძიმე წარსულის მქონე პოლიტიკურ პარტიას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.