ირაკლი კობახიძე - ილია მეორის მოღვაწეობა არის საწინდარი ჩვენი ერის მომავალი განვითარებისა
ირაკლი კობახიძე - ილია მეორის მოღვაწეობა არის საწინდარი ჩვენი ერის მომავალი განვითარებისა

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის იუბილის აღსანიშნავ მიღებაზე იმყოფებოდა. ირაკლი კობახიძემ პატრიარქს დაბადების დღე მიულოცა და ქართული ეკლესიის აღორძინებასა და საზოგადოების სულიერ გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

„ეს დღე დღესასწაულია თითოეული ჩვენგანისთვის, თითოეული ქართველისთვის, რადგან ამ დღეს უკავშირდება ჩვენი ეკლესიის აღორძინება, ჩვენი საზოგადოების სულიერი გაძლიერება. მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენი მოღვაწეობის თითოეული დღისთვის, თითოეული წუთისთვის. მადლობა მინდა, გადაგიხადოთ იმ წვლილისთვის, რომელიც შეტანილი გაქვთ ჩვენი საზოგადოების გაძლიერებაში და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ თქვენი მოღვაწეობა არის საწინდარი ჩვენი ერის მომავალი განვითარებისათვის“, – განაცხადა სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის თავმჯდომარემ.

ილია მეორეს იუბილე მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა და პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.