ირაკლი კობახიძე ილია მეორეს ესტუმრა

17:07, 18.02.2024

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს საპატრიარქოში ესტუმრა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, პატრიარქმა და პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე და ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობაზე ისაუბრეს.

მათივე ცნობით, პატრიარქმა ირაკლი კობახიძეს თანამდებობაზე დანიშვნა კიდევ ერთხელ მიულოცა.

მსგავსი