ირაკლი კობახიძე - იციან, რომ 2020 წლის ოქტომბრის არჩევნებს წააგებენ და ეცდებიან, მანამდე აქციებით დაიწერონ ქულები
ირაკლი კობახიძე - იციან, რომ 2020 წლის ოქტომბრის არჩევნებს წააგებენ და ეცდებიან, მანამდე აქციებით დაიწერონ ქულები

იციან, რომ 2020 წლის ოქტომბრის არჩევნებს წააგებენ და ეცდებიან, მანამდე აქციებით დაიწერონ ქულები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძემ თბილისში მიმდინარე და დაგეგმილ აქციებს გამოეხმაურა.

„ეს მათი სტილია. გახსოვთ, რომ ივნისის ბოლოს გამოცხადდა ინიციატივა პროპორციულ არჩევნებზე გადასვლასთან დაკავშირებით. ამის მიუხედავათ, „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებმა სამი თვის განმავლობაში არ დატოვეს აქციები. ვიდრე არ შემოეცალათ ხელში ბოლო მხარდამჭერიც კი, მანამდე არ გავიდნენ რუსთაველის გამზირიდან. უფრო მეტიც, მათ დააანონსეს, რომ ყოველ 20 რიცხვში ჩაატარებდნენ აქციებს. ამას ისინი ვერ მოიშლიან. ისინი პოლიტიკურ კულტურას ვერ ივითარებენ. ეს არის მათი სტილი – აქციები. მეტი რესურსი არ აქვთ. იციან, რომ წააგებენ 2020 წლის ოქტომბრის არჩევნებს და ეცდებიან, რომ მანამდე ამ აქციებით დაიწერონ ქულები, თუმცა ამის რესურსიც არ აქვთ“, – აღნიშნა კობახიძემ.

მისივე განცხადებით, ყველამ უნდა შეიკავოს თავი სახელმწიფოზე და ეკლესიაზე თავდასხმებისგან.

დატოვე კომენტარი