ირაკლი კობახიძე - ჰერჩინსკის და მის თანამზრახველებს იმ ადამიანების მოყვანა უნდოდათ ხელისუფლებაში, რომლებიც ერთმანეთშიც ვერ რიგდებიან, წარმოდგენაც არ მინდა, სადამდე მიიყვანდნენ ჩვენს ქვეყანას
ჰერჩინსკის და მის თანამზრახველებს იმ ადამიანების მოყვანა უნდოდათ ხელისუფლებაში, რომლებიც დღეს ერთმანეთშიც ვერ რიგდებიან. წარმოდგენაც არ მინდა, სადამდე მიიყვანდნენ ისინი ჩვენს ქვეყანას, იმაზე ბევრად უარეს მდგომარეობამდე მიიყვანდნენ, ვიდრე ეს გააკეთეს 2004-2012 წლებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, ჰერჩინსკის სურვილი არ ახდა, რადგან ქართველმა ხალხმა არ დაუჯერა ევროკავშირის ელჩს.
„მინდა, ერთი წამით წარმოიდგინოთ, ბატონი ჰერჩინკის იმედები რომ გამართლებულიყო და ამათ მოეგოთ არჩევნები, ამ პოლიტიკური ძალების მთავრობა რომ ყოფილიყო ახლა ხელისუფლებაში, რა დღეში იქნებოდა ჩვენი ქვეყანა. მადლობა ღმერთს, ბატონი ჰერჩინსკის ეს სურვილი არ ახდა, ქართველმა ხალხმა არ დაუჯერა ევროკავშირის ელჩს და საქართველოს არ ჰყავს დღეს ასეთი მთავრობა, თუმცა ძალისხმევა ძალიან დიდი იყო. არამარტო წინასაარჩევნო მოწოდებებში გამოიხატებოდა ეს ყველაფერი. გახსოვთ, არჩევნების დასრულების შემდეგ არცერთმა ელჩმა და ქვეყანამ საქართველოს შესაბამის სივრცეში არ მიულოცა არჩევნების წარმატებით ჩატარება, რადგან ეს ხალხი უნდოდათ ხელისუფლებაში.
ეს ადამიანები, რომლებიც დღეს ერთმანეთშიც ვერ რიგდებიან, მათი გადმოსახედიდან, უნდა მოსულიყვნენ ხელისუფლებაში. წარმოდგენაც კი არ მინდა, სადამდე მიიყვანდნენ ისინი ჩვენს ქვეყანას. იმაზე ბევრად უარეს მდგომარეობამდე მიიყვანდნენ ქვეყანას, ვიდრე ეს გააკეთეს 2004-2012 წლებში. ეს არის ხალხი, რომლის ხელისუფლებაში მოყვანა უნდოდათ ბატონ ჰერჩინსკის, მის თანამზრახველებს. მადლობა ღმერთს, რომ საქართველოში ასეთი მთავრობა არ შედგა, ეს იქნებოდა უბედურება. თეორიულადაც კი არ მინდა ამის წარმოდგენა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.