ირაკლი კობახიძე - გვჯერა, რომ სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო მოღვაწეობა საქართველოსა და საფრანგეთს შორის ურთიერთობას კიდევ უფრო გაამყარებს
ირაკლი კობახიძე - გვჯერა, რომ სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო მოღვაწეობა საქართველოსა და საფრანგეთს შორის ურთიერთობას კიდევ უფრო გაამყარებს

გვჯერა, რომ სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო მოღვაწეობა საქართველოსა და საფრანგეთს შორის ურთიერთობას კიდევ უფრო გაამყარებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენ ორიოდე თვის წინ ავირჩიეთ ახალი პრეზიდენტი და ეს ფაქტი სიმბოლურია: არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში, – პირველად იქნა არჩეული ქალი პრეზიდენტი, რაც, ჩვენი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესული მოვლენაა და ასევე, ახალი პრეზიდენტი წარმოადგენს იმ ოჯახს, რომელიც ემიგრირებული იყო პირველი რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ საფრანგეთში“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი შეფასებით, სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო მოღვაწეობა ორ ქვეყანას შორის კავშირებს კიდევ უფრო გაამყარებს.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საფრანგეთი იყო და რჩება საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ პარტნიორად.