ირაკლი კობახიძე - მელიას ხან გირაო არ სურს, ხან ამნისტია, ნებისმიერ დროს შეუძლია, გამოვიდეს ციხიდან და ვერ გამოეტია ციხის კარებიდან
ირაკლი კობახიძე - მელიას ხან გირაო არ სურს, ხან ამნისტია, ნებისმიერ დროს შეუძლია, გამოვიდეს ციხიდან და ვერ გამოეტია ციხის კარებიდან

გვესმის მუდმივად საუბარი, რომ მელიას ხან გირაო არ სურს, ხან ამნისტია არ სურს, ნებისმიერ დროს შეუძლია, გამოვიდეს ციხიდან და ვერ გამოეტია ციხის კარებიდან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ამნისტიის კანონთან დაკავშირებით გუშინ იყო განხილვა ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის.

„გვქონდა განხილვა ამ კანონის და პრინციპში არსებითად პოზიციები არის ერთგვაროვანი, იქ ჩანდა, რომ ოპოზიციონერების გარკვეულ ნაწილს თვითმიზანი ჰქონდათ, რომ არ მიღწეულიყო შეთანხმება ერთიან კანონპროექტთან დაკავშირებით, თორემ რეალურად არანაირი პრინციპული განსხვავება ორ კანონპროექტს შორის არ არის. ერთიც და მეორეც ითვალისწინებს რეალურად ყველა იმ საქმის ამნისტირებას, რომელიც დაკავშირებულია 20 ივნისის პოლიტიკურ მოვლენებთან, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ორივე კანონპროექტში უზრუნველყოფილია ის, რომ ამნისტია არ შეეხებათ იმ პირებს, რომლებმაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების დანაშაული ჩაიდინეს“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, პრინციპული სხვაობა არ არის ორ კანონპროექტს შორის.

„თუ მიზანი არის, რომ იყოს ორი კანონპროექტი, ეს მათი არჩევანია, თუმცა რეალურად შეიძლებოდა ერთი კანონპროექტის ინიცირება. ჩვენ უკვე დავაინიცირეთ ეს კანონპროექტი. გვესმის მუდმივად საუბარი, რომ მელიას ხან გირაო არ სურს, ხან ამნისტია არ სურს, ნებისმიერ დროს შეუძლია, გამოვიდეს ციხიდან და ვერ გამოეტია ციხის კარებიდან. რაც შეეხება გირაოს და ამნისტიას, ორივესთან დაკავშირებით ეს არის მელიას გადასაწყვეტი. მელიას შეუძლია მიიღოს ამნისტიის კანონი ან არ მიიღოს. ეს შესაძლებლობაც არის ასახული ამნისტიის კანონში. თუ მელიას ამნისტიის კანონს არ დაეთანხმება, მასზე გირაო არ გავრცელდება, ესეც არის უზრუნველყოფილი მისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.