ირაკლი კობახიძე - გვაქვს სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა და მიგვაჩნია, რომ ეს არის სწორი გზა ჩვენი უმთავრესი ეროვნული ამოცანის შესასრულებლად
საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს და გლობალურ ეკონომიკურ პროექტებს რაც შეეხება, არის ახალი გეოპოლიტიკური რეალობა, რაც, მათ შორის, ეკონომიკური კუთხით ახალი პოტენციალის ათვისების შესაძლებლობას იძლევა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა გლობალური და რეგიონული მოვლენების როლზე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თვალსაზრისით.
„ჩვენ გვაქვს სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა და მიგვაჩნია, რომ ეს არის სწორი გზა, რათა შესრულდეს ჩვენი უმთავრესი ეროვნული ამოცანა. რა თქმა უნდა, ბევრი რამ არის დამოკიდებული რეგიონში არსებულ პროცესებზე, გლობალურად არსებულ პროცესებზე. დიდი იმედი გვაქვს, რომ არსებული ტენდენციები ხელს შეუწყობს ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანის შესრულებას“, – განაცხადა პრემიერმა.