ირაკლი კობახიძე - გვაქვს რაციონალური ეკონომიკური პოლიტიკა, დაბალი გადასახადებით, ნაკლები ბიუროკრატიით, ეს აისახება ყველა ობიექტურ რეიტინგში, სწორედ ამის დამსახურებაა სწრაფი ეკონომიკური ზრდა
ირაკლი კობახიძე - გვაქვს რაციონალური ეკონომიკური პოლიტიკა, დაბალი გადასახადებით, ნაკლები ბიუროკრატიით, ეს აისახება ყველა ობიექტურ რეიტინგში, სწორედ ამის დამსახურებაა სწრაფი ეკონომიკური ზრდა

ჩვენ გვაქვს ძალიან რაციონალური ეკონომიკური პოლიტიკა, დაბალი გადასახადებით, ნაკლები ბიუროკრატიით და ეს ყველაფერი აისახება ყველა ობიექტურ რეიტინგში, შეფასებაში. სწორედ ამის დამსახურებაა, რომ გვაქვს სწრაფი ეკონომიკური ზრდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უზბეკეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გასული ოთხი წლის განმავლობაში საშუალო ეკონომიკურმა წლიურმა ზრდამ 9,5 პროცენტს გადააჭარბა.

„იცით, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან რაციონალური ეკონომიკური პოლიტიკა, დაბალი გადასახადებით, ნაკლები ბიუროკრატიით და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, აისახება ყველა ობიექტურ რეიტინგში, შეფასებაში. სწორედ ამის დამსახურებაა, რომ ჩვენ გვაქვს სწრაფი ეკონომიკური ზრდა. იცით, რომ გასული ოთხი წლის განმავლობაში საშუალო ეკონომიკურმა წლიურმა ზრდამ 9,5 პროცენტს გადააჭარბა, იანვრის თვის ეკონომიკური ზრდა იყო 11,1 პროცენტი. ეს ყველაფერი არის იმ ეკონომიკური პოლიტიკის დამსახურება, რომლის გამოც გვაქვს მაღალი შეფასებები სხვადასხვა ობიექტურ რეიტინგში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.