ირაკლი კობახიძე - გვაქვს ოპტიმისტური პროგნოზი, რომ პანდემიის გამო არჩევნებს არ შეექმნება არავითარი საფრთხე
ირაკლი კობახიძე - გვაქვს ოპტიმისტური პროგნოზი, რომ პანდემიის გამო არჩევნებს არ შეექმნება არავითარი საფრთხე

დიდი იმედი გვაქვს, რომ კორონავირუსის გამო არჩევნებს რაიმე პრობლემა არ შეიქმნება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში, საკონსტიტუციო პროექტის განხილვის დროს განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, საერთაშორისო პარტნიორებთან და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან კონსულტაციები გაიმართა, რათა რისკების პრევენციისთვის უბნებსა და უბნების გარშემო  მთელი რიგი რეგულაციები იყოს დადგენილი.

„ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ რაიმე პრობლემა არ შეიქმნება. იცით, რომ არის საუბარი მეორე ტალღის შესაძლებლობაზე, თუმცა არავინ იცის, ეს როდის იქნება. არჩევნებს რაც შეეხება, კონსტიტუციის თანახმად, ტარდება 31 ოქტომბერს, ხოლო მეორე ტური 21 ნოემბერს. თეორიული ვარიანტი შეიძლება არსებობს, მაგრამ ჩვენ გვაქვს ოპტიმისტური პროგნოზი, რომ არჩევნებს არ შეექმნება არავითარი საფრთხე. თუმცა ყველა შემთხვევაში, ჩვენ გვქონდა კონსულტაციები საერთაშორისო პარტნიორებთან, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან, იმასთან დაკავშირებით, რომ გარკვეული ზომები უნდა იყოს მიღებული ყველ შემთხვევაში რისკების პრევენციისთვის. უბნებზე და უბნების გარშემო შეიძლება იყოს მთელი რიგი რეგულაციები დადგენილი, რათა ერთის მხრივ, დაბრკოლება არ შეექმნას ამომრჩეველს ხმის მიცემის პროცესში და მეორეს მხრივ იმისათვის, რათა არ გახდეს არჩევნები დამატებითი წყარო პანდემიის გავრცელებისთვის. ამაზე ერთად ვიმსჯელეთ და სრული კონსენსუსით რა გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული, იმ გადაწყვეტილებაზე შევჯერდებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დატოვე კომენტარი