ირაკლი კობახიძე - გვაქვს ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილის, ლომჯარიასა და გახარიას ერთობლივი პარტიის ჩამოყალიბება იგეგმება, ისინი ხუთპროცენტიან საარჩევნო ბარიერს ვერ გადალახავენ
ირაკლი კობახიძე - გვაქვს ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილის, ლომჯარიასა და გახარიას ერთობლივი პარტიის ჩამოყალიბება იგეგმება, ისინი ხუთპროცენტიან საარჩევნო ბარიერს ვერ გადალახავენ

პრეზიდენტი კონსტიტუციის დარღვევას თუ განაგრძობს, ამაზე შესაბამისი რეაგირება გვექნება, გავაკეთებთ შესაბამის განცხადებებს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, ინფორმაცია აქვთ, რომ სალომე ზურაბიშვილის, ლომჯარიას და გახარიას ერთობლივი პარტიის ჩამოყალიბება იგეგმება.

„სალომე ზურაბიშვილის შესაძლო პოლიტიკური გააქტიურების საკითხს რაც შეეხება, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის მისი, ლომჯარიას და გახარიას ერთობლივი პარტიის ჩამოყალიბება იგეგმება. ესეც მათი საქმეა. საბოლოო ჯამში, ამ პარტიასაც არავითარი წარმატების შანსი არ აქვს. რა თქმა უნდა, ისინი ხუთპროცენტიან საარჩევნო ბარიერს ვერ გადალახავენ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.