ირაკლი კობახიძე - გუნდში ყველას გვაქვს ჩვენი ფუნქციები, ჩვენ შევჯერდით პარტიული და პოლიტიკური მართვის კონკრეტულ სქემაზე
ირაკლი კობახიძე - გუნდში ყველას გვაქვს ჩვენი ფუნქციები, ჩვენ შევჯერდით პარტიული და პოლიტიკური მართვის კონკრეტულ სქემაზე

გუნდში ყველას გვაქვს ჩვენი ფუნქციები და ეს განსაზღვრავს ვიღაცის კონკრეტულ როლს, თუმცა ეს არის გუნდი, სადაც არსებითად ჰორიზონტალური ურთიერთობებია ჩამოყალიბებული. ეს ეხება როგორც პარტიის თავმჯდომარეს, ასევე პრემიერ-მინისტრს, პარტიის გენერალურ მდივანს და ასე შემდეგ, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „ტვ პირველის“ ეთერში.

მისი თქმით, ეს არის პასუხი კითხვაზე, ვინ არის პირველი პირი.

„როდესაც ბიძინა ივანიშვილმა დატოვა პოლიტიკური პროცესი, ჩვენ შევჯერდით პარტიული და პოლიტიკური მართვის კონკრეტულ სქემაზე. ამ სქემაში იყო შემდეგი გადანაწილება მოაზრებული – აუცილებლად უნდა ყოფილიყო გამიჯნული ერთმანეთისგან პარტიის თავმჯდომარის, მთავრობის ხელმძღვანელის – პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობები. ამ სქემით ვმუშაობთ მას შემდეგ, რაც იანვარში ჩატარდა ყრილობა და ამ სქემით ვაპირებთ მუშაობის გაგრძელებას. ამ სქემაში მოიაზრება, რომ გუნდში არის ჰორიზონტალური ურთიერთობები. ყველას გვაქვს ჩვენი ფუნქციები და ეს განსაზღვრავს ვიღაცის კონკრეტულ როლს, მაგალითად, მოწინავე როლს ამ პოლიტიკურ პროცესში, თუმცა ეს არის გუნდი, სადაც არსებითად ჰორიზონტალური ურთიერთობებია ჩამოყალიბებული. ეს ეხება როგორც პარტიის თავმჯდომარეს, ასევე პრემიერ-მინისტრს, ეხება პარტიის გენერალურ მდივანს და ა.შ. ეს არის პასუხი კითხვაზე, ვინ არის პირველი პირი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დატოვე კომენტარი