ირაკლი კობახიძე - გლუკსმანი, კუბილიუსი, რასა იუკნევიჩიენე ან ფონ კრამონი არ არიან ევროპის სახე, უბედურებაა, რომ ქართველი მაყურებელი მათ განცხადებებს ისმენს ევროპიდან
ირაკლი კობახიძე - გლუკსმანი, კუბილიუსი, რასა იუკნევიჩიენე ან ფონ კრამონი არ არიან ევროპის სახე, უბედურებაა, რომ ქართველი მაყურებელი მათ განცხადებებს ისმენს ევროპიდან

გლუკსმანი, კუბილიუსი, რასა ან ფონ კრამონი შეიძლება, იყვნენ ევროპის სახე? ესენი ხომ არ არიან ევროპის სახე, ეს ხომ აბსოლუტურად უღირსი განცხადებებია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, აღნიშნული ევროპარლამენტარები არ არიან ევროპის სახე.

„ერთ მხარეს არის სამი მილიარდი დოლარის დამხარჯველი ქველმოქმედი ადამიანი, რომელიც უნდა დაისაჯოს და აქეთ არის კაცი, რომელმაც სამი მილიარდი მოიპარა, ასეულობით ადამიანი ყოველწლიურად მოკლა და ის უნდა გათავისუფლდეს. უბედურებაა, რომ ქართველი მაყურებელი ამას ისმენს ევროპიდან“, – განაცხადა კობახიძემ.