ირაკლი კობახიძე - „გირჩს“ ერთადერთი რამ აწუხებს, შემოსავლის წყარო დაკარგეს, ჯარიდან თავის არიდებაში ფულს აკეთებდნენ და ამის საშუალება აღარ აქვთ
ირაკლი კობახიძე - „გირჩს“ ერთადერთი რამ აწუხებს, შემოსავლის წყარო დაკარგეს, ჯარიდან თავის არიდებაში ფულს აკეთებდნენ და ამის საშუალება აღარ აქვთ

„გირჩს“ ერთადერთი რამე აწუხებს, შემოსავლის წყარო დაკარგეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, „გირჩის“ წევრებს სუბიექტური მიზეზი აქვთ, რომ „თავდაცვის კოდექსის“ მიღება არ მოხდეს, მაგრამ ცვლილებების მიღება აუცილებლად მოხდება.

„ისინი ჯარიდან თავის არიდებაში ფულს იღებდნენ, ფულს აკეთებდნენ, მექრთამეობით იყვნენ დაკავებული და ამის საშუალება აღარ აქვთ. აქედან გამომდინარე, მათ სუბიექტური მიზეზი აქვთ, რომ ამ კოდექსის მიღება არ მოხდეს, მაგრამ ცვლილებების მიღება აუცილებლად მოხდება“, – განაცხადა კობახიძემ.