ირაკლი კობახიძე - გიორგი ვაშაძის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატობის პირობებში „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი კიდევ უფრო დაბლა დაიწევს
ირაკლი კობახიძე - გიორგი ვაშაძის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატობის პირობებში „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი კიდევ უფრო დაბლა დაიწევს

გიორგი ვაშაძის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატობის პირობებში „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი კიდევ უფრო დაბლა დაიწევს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი სულ უფრო დაბლა ჩადის.

„როგორც ჩანს, ეს პარტია ეძებს რაღაც სიახლეებს. თუმცა ვაშაძის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატობის პირობებში, რა თქმა უნდა, ეს რეიტინგი კიდევ უფრო დაბლა დაიწევს. ამიტომ მივესალმები, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაასახელოს ვაშაძე თავის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად. ეს იქნება ძალიან კარგი საბოლოო საპარლამენტო შედეგისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.