ირაკლი კობახიძე გიორგი გახარიაზე - კურდღელი ვნახეთ 17 თებერვალს და 20 ივნისს
ირაკლი კობახიძე გიორგი გახარიაზე - კურდღელი ვნახეთ 17 თებერვალს და 20 ივნისს

კურდღელი ვნახეთ ჩვენ 17 თებერვალს, მანამდე, როცა ალყა არ დაშალა და 20 ივნისსაც, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „ტვ პირველის“ ეთერში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას გამონათქვამებზე კომენტირებისას.

მისი თქმით, გიორგი გახარიას ახასიათებს შეურაცხმყოფელი გამონათქვამები.

„შეურაცხმყოფელი ტერმინები არ არის სწორი გამოსაყენებლად და სხვათა შორის, ბიძინა ივანიშვილის წერილშიც ტერმინი „მოღალატე“ არ იყო ნახსენები. რა თქმა უნდა, ვინც ღალატს ჩადის, არის თავისთავად მოღალატეც, მაგრამ ამ ტერმინის გამოყენება არის შეურაცხმყოფელი და ჩვენ ვერიდებით ხოლმე ამის გამოყენებას. ჩვენ ვახდენთ ხოლმე უბრალოდ ფაქტის კონსტატაციას, რომ მან ჩაიდინა ღალატი გუნდის მიმართ და სახელმწიფოს მიმართ. ეს არის ჩვენი პოზიცია და ჩვენი შეფასება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.