ირაკლი კობახიძე – გიორგი გახარიამ, ჭადრაკის ენაზე რომ ვთქვა, საყმაწვილო შამათი ჩაუსვა მესამეთანრიგოსან ოპოზიციას

18:50, 29.05.2020

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მადლობა გადაუხადა. მთავრობის მეთაური პარლამენტში დღეს ინტერპელაციის წესით იმყოფება.

„განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო დღეს კიდევ ერთხელ პრემიერ-მინისტრს. ჩვენ გუშინწინ ვთქვით, რომ ეს იყო მასტერკლასი. დღეს იყო კიდევ უფრო მეტი. შეიძლება, ეს იყო, ჭადრაკის ენაზე რომ ვთქვათ, საყმაწვილო შამათი, რომელიც ჩაუსვა პრემიერ-მინისტრმა მესამეთანრიგოსან ოპოზიციას,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი