ირაკლი კობახიძე - გიორგი გახარია თავს არიდებს პასუხს კითხვაზე, რაში სჭირდებოდა ნიკა მელიას დაკავების ოპერაციის ორი-სამი დღით გადადება
ირაკლი კობახიძე - გიორგი გახარია თავს არიდებს პასუხს კითხვაზე, რაში სჭირდებოდა ნიკა მელიას დაკავების ოპერაციის ორი-სამი დღით გადადება

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, გიორგი გახარია თავს არიდებს პასუხს კითხვაზე, რაში სჭირდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების ოპერაციის გადადება ორი-სამი დღით. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

„რაში სჭირდებოდა ორი სამი დღე – მარტივი კითხვა დავსვით, რაზეც ვერ მივიღეთ პასუხი. ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში იყო ინტერვიუ, თუმცა გახარიამ გვერდი აუარა, კითხვას. რატომ? იმიტომ რომ ამაზე პასუხი არ არსებობს. ორი-სამი დღე უკეთესობისკენ რას ცვლიდა, უარესობისკენ ბევრ რამეს ცვლიდა, მაგრამ უკეთესობისკენ რას ცვლიდა, ამაზე ვერაფერს ვერ იტყვის გახარია, იმიტომ რომ ყველაფერი იცვლებოდა უარესობისკენ. გამომდინარე აქედან, როდესაც არ გაქვს პასუხი, რაში გჭირდებოდა ორი-სამი დღე, ბუნებრივია ეჭვები ამ შემთვევაში არის ძალიან მძაფრი და ჩვენ გვაქვს ლეგიტიმური უფლება ამაზე ვისაუბროთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ამას ემატება ეჭვები დაფინანსებასთან დაკავშირებით და იკვრება გარკვეული ლოგიკური ჯაჭვი, რომელიც საუბრის საშუალებას იძლევა.

„ამას ემატება წარსულში განხორციელებული გარკვეული ქმედებები, რომელიც ამყარებს ეჭვს, რომ გახარია გავლენის ქვეშ ბევრად უფრო ადრე იყო“,- განაცხადა კობახიძემ.

დატოვე კომენტარი