ირაკლი კობახიძე - გაუგებრობა იყო ე.წ. დემარში სააკაშვილთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, 27 ელჩი შეიყვანეს შეცდომაში, თუ გაუგებრობაზეა საუბარი, მეგობრულ ფორმატში განხილვა სჭირდება
ირაკლი კობახიძე - გაუგებრობა იყო ე.წ. დემარში სააკაშვილთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, 27 ელჩი შეიყვანეს შეცდომაში, თუ გაუგებრობაზეა საუბარი, მეგობრულ ფორმატში განხილვა სჭირდება

ხელისუფლება ყოველთვის მზად არის, რომ ასეთი საკითხები მეგობრულ ფორმატში განიხილოს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ლიეტუვის ელჩის, ანდრიუს კალინდრას განცხადებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა.

კერძოდ, კობახიძეს კითხვა დაუსვეს: „ლიეტუვის ელჩმა განაცხადა, რომ ორშაბათს ევროკავშირის ელჩები გეგმავენ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას და გაუგებრობების გარკვევას“.

„გაუგებრობა იყო, მაგალითად, ე.წ. დემარში სააკაშვილთან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ეს იყო გაუგებრობა, სამწუხაროდ, 27 ელჩი შეიყვანეს შეცდომაში. თუ ასეთ გაუგებრობაზეა საუბარი, ამას სჭირდება განხილვა მეგობრულ ფორმატში. ხელისუფლება ყოველთვის მზად არის, რომ ასეთი საკითხები მეგობრულ ფორმატში განიხილოს“, – განაცხადა კობახიძემ.