ირაკლი კობახიძე – გასული წლის ივნისიდან, როცა დასრულდა საკადრო ცვლილებები, გვქონდა გარდამტეხი ცვლილებები კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნებას

01:38, 17.07.2026

სადაც არის კორუფცია, იქ ზიანი ადგება ეკონომიკურ განვითარებასაც, შესაბამისად, მათ შორის ის გარდამტეხი ცვლილებები, რაც გვაქვს კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, ჩვენ გვაძლევს ოპტიმისტური მოლოდინების შენარჩუნების შესაძლებლობას, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, გასული წლის ივნისიდან როცა დასრულდა საკადრო ცვლილებები მათ შორის საქართველოს მთავრობაში, იყო გარდამტეხი ცვლილებები კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით.

„კორუფციის მაქსიმალურად აღმოფხვრა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. გარდამტეხი წელი გვქონდა ამ თვალსაზრისით. განსაკუთრებით თუ ავიღებთ გასული წლის ივნისიდან პერიოდს, როცა დასრულდა საკადრო ცვლილებები მათ შორის საქართველოს მთავრობაში, ჩვენ გვქონდა გარდამტეხი ცვლილებები კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით.

ყოველ ჯერზე ჩვენ მარტივ კითხვას ვუსვამთ ჩვენს ოპონენტებს, ზეპირად, ბრტყელი ფრაზებით საუბრობენ ხოლმე კორუფციაზე, მარტივ რამეს ვეკითხებით, ერთი ფაქტი მოიტანონ კორუფციასთან დაკავშირებით, რომელიმე მინისტრი თუ არის ჩართული კორუფციაში, რომელიმე სხვა მაღალი თანამდებობის პირი თუ არის ჩართული. დაბალ დონეზე მუდმივად არის საჭირო ბრძოლა კორუფციასთან და უამრავი კორუფციული დანაშაული ვლინდება, სამწუხაროდ ამას მოჰყვება ხოლმე ადამიანების დაკავება, დაპატიმრება და ასე შემდეგ, ეს არის მუდმივი პროცესი. მაღალ დონეზე კორუფცია არის აღმოფხვრილი . მარტივი ინდიკატორი გვაქვს – წარმოადგინონ ერთი ფაქტი, რომელიც უკავშირდება რომელიმე მინისტრს, მინისტრის მოადგილეს, სხვა მაღალ თანამდებობის პირს. ერთი კორუფციული ფაქტი და გვექნება მყისიერი რეაგირება. არცერთი ფაქტი არ წარმოუდგენიათ, მაგრამ აგრძელებენ საუბარს ბრტყელი სიტყვებით.

გარდამტეხი ცვლილებები გვქონდა და ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნებას. სადაც არის კორუფცია, იქ ზიანი ადგება ეკონომიკურ განვითარებასაც. შესაბამისად, მათ შორის ის გარდამტეხი ცვლილებები, რაც გვაქვს კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, ჩვენ გვაძლევს ოპტიმისტური მოლოდინების შენარჩუნების შესაძლებლობას“, – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი