ირაკლი კობახიძე - გამოჩნდა, ვისი კარნახით შეიწყალა ზურაბიშვილმა გვარამია და რა იყო შეწყალების მიზანი, პოლარიზაცია რომ მეტად გაეღვივებინათ, ზურაბიშვილს გვარამია შეაწყალებინეს
ირაკლი კობახიძე - გამოჩნდა, ვისი კარნახით შეიწყალა ზურაბიშვილმა გვარამია და რა იყო შეწყალების მიზანი, პოლარიზაცია რომ მეტად გაეღვივებინათ, ზურაბიშვილს გვარამია შეაწყალებინეს

აქედან ჩანს, ვისი კარნახით შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია და რა იყო ამ შეწყალების მიზანი, რატომ უკარნახეს პრეზიდენტს, რომ გვარამია შეეწყალებინა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რომელიც ნიკა გვარამიას სტრასბურგში ყოფნას და ევროპარლამენტარებთან დაგეგმილ შეხვედრას ეხებოდა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ნიკა გვარამიას შეწყალების მთავარი მიზანი იყო პოლარიზაცია და გვარამიას განცხადებებიც ამის დასტურია.

„შეწყალების მთავარი მიზანი იყო პოლარიზაციის გაღვივება, ამას ოპოზიციის არსებული პოლიტიკური შემადგენლობა ვერ ახერხებს. პოლარიზაცია მეტად რომ გაეღვივებინათ, ზურაბიშვილს გვარამია შეაწყალებინეს, რაც არის ძალიან ცუდი, რადგან ჩანს, რომ ვიღაცები არ იშლიან თავისას, უნდათ პოლარიზაცია, ჩვენი მიზანია ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.