ირაკლი კობახიძე - გამჭვირვალობის კანონი ემსახურება ევროინტეგრაციის ამოცანას, სახელმწიფოს სუვერენიტეტს თუ არ დავიცავთ, დაგვემართება, რაც დაემართა უკრაინას და უკან მოგვრჩება მშვიდობაც, ევროინტეგრაციაც
ირაკლი კობახიძე - გამჭვირვალობის კანონი ემსახურება ევროინტეგრაციის ამოცანას, სახელმწიფოს სუვერენიტეტს თუ არ დავიცავთ, დაგვემართება, რაც დაემართა უკრაინას და უკან მოგვრჩება მშვიდობაც, ევროინტეგრაციაც

დარწმუნებული ვართ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი არათუ საფრთხეს არ შეუქმნის ევროინტეგრაციას, პირიქით, მხოლოდ და მხოლოდ უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, თუ რაიმეს ემსახურება აღნიშნული კანონი, ესაა ევროინტეგრაციის ამოცანა.

„ჩვენ თუ არ დავიცავთ სახელმწიფოს სუვერენიტეტს, დაგვემართება იგივე, რაც დაემართა უკრაინას და ასეთ შემთხვევაში უკან მოგვრჩება მშვიდობაც და ევროინტეგრაციაც. შესაბამისად, თუ რაიმეს ემსახურება ეს კანონი, ეს არის ჩვენი ევროინტეგრაციის ამოცანა – სუვერენიტეტის გარეშე ევროპაში ვერ შეხვალ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.