ირაკლი კობახიძე - გამჭვირვალე და საჯარო უნდა იყოს ყველაფერი, რაც ბავშვებს უკავშირდება
ირაკლი კობახიძე - გამჭვირვალე და საჯარო უნდა იყოს ყველაფერი, რაც ბავშვებს უკავშირდება

მაქსიმალურად საჯარო და გამჭვირვალე უნდა იყოს ყველაფერი, რადგან აქ საქმე ეხება ბავშვთა უფლებებს. დაუშვებელია, რომ თუნდაც მინიმალურ დონეზე ვინმემ ისაუბროს გამჭვირვალობის დეფიციტზე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, საჯარო უნდა იყოს ყველაფერი, რაც ბავშვებს უკავშირდება.

„დაუშვებელია, რომ თუნდაც მინიმალურ დონეზე ვინმემ ისაუბროს გამჭვირვალობის დეფიციტზე. გამჭვირვალე და საჯარო უნდა იყოს ყველაფერი, რაც ბავშვებს უკავშირდება. აუცილებლად ყველაფერი გაკეთდება, რათა როგორც ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს, ასევე საზოგადოებას ჰქონდეს მაქსიმალური ინფორმაცია ყველაფერთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.