ირაკლი კობახიძე - გახარიამ მოინდომა სხვის ბუდეში კვერცხის დადება, ეს მცდელობა ძალიან მარტივად დავასრულეთ
ირაკლი კობახიძე - გახარიამ მოინდომა სხვის ბუდეში კვერცხის დადება, ეს მცდელობა ძალიან მარტივად დავასრულეთ

გახარიამ მოინდომა სხვის ბუდეში კვერცხის დადება. ამის მცდელობა ჰქონდა გიორგი გახარიას, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მცდელობას გუნდმა მარტივად შეუშალა ხელი.

„იცით, გუგული არის ფრინველი, რომელსაც უყვარს არწივის ბუდეში კვერცხის დადება. ამის მცდელობა ჰქონდა გიორგი გახარიას. მცდელობა ჩვენ ძალიან მარტივად დავასრულეთ. პარტიის დამფუძნებელმაც ეს ყველაფერი დაასრულა ძალიან მარტივად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.