ირაკლი კობახიძე - გახარია ვერ ჩამოყალიბდა, რა უნდა, თან გაქცეულია, თან ქვეყანაში უნდა, არჩევნებში უნდა მონაწილეობა, თან არ უნდა, აქამდე მიიყვანეს პატრონებმა ეს ადამიანიც და მთელი ოპოზიციაც
ირაკლი კობახიძე - გახარია ვერ ჩამოყალიბდა, რა უნდა, თან გაქცეულია, თან ქვეყანაში უნდა, არჩევნებში უნდა მონაწილეობა, თან არ უნდა, აქამდე მიიყვანეს პატრონებმა ეს ადამიანიც და მთელი ოპოზიციაც

გახარია თვითონ ვერ ჩამოყალიბდა, რა უნდა. მთელი ოპოზიცია, მათ შორის, მისი პოლიტიკური პარტიაც და თვითონ გახარიაც არიან სრულ გაურკვევლობაში, აქამდე მიიყვანეს პატრონებმა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც გიორგი გახარიას და მის გეგმებს შეეხებოდა.

კობახიძის თქმით, ამ ყველაფერში განსაკუთრებული წვლილი „რადიკალური ოპოზიციის პატრონებს მიუძღვით“.

„გახარია თვითონ ვერ ჩამოყალიბდა, რა უნდა. თან გაქცეულია, თან ქვეყანაში უნდა, თან არ უნდა. არჩევნებში უნდა მონაწილეობა, თან არ უნდა, გამომდინარე იქიდან, რომ შანსებიც საკმაოდ შესუსტებული აქვს. აქედან გამომდინარე, მთელი ოპოზიცია, მათ შორის, ეს პოლიტიკური პარტიაც და ეს ადამიანიც არიან სრულ გაურკვევლობაში, აქამდე მიიყვანეს პატრონებმა. რა თქმა უნდა, ჩვენც დავეხმარეთ, მაგრამ, პირველ რიგში, ამ ყველაფერში განსაკუთრებული დამსახურება მიუძღვის რადიკალური ოპოზიციის პატრონებს“, – განაცხადა პრემიერმა.