ირაკლი კობახიძე - გახარია გაიპარა, გაქცეულია, რაღაც საბაბებს იგონებს, რომ გაამართლოს ქვეყნის გარეთ ყოფნა, თავისი შიშები აქვს ამ კაცს, რეალურად მის გაქცევას არჩევნებთან კავშირი არ აქვს
ირაკლი კობახიძე - გახარია გაიპარა, გაქცეულია, რაღაც საბაბებს იგონებს, რომ გაამართლოს ქვეყნის გარეთ ყოფნა, თავისი შიშები აქვს ამ კაცს, რეალურად მის გაქცევას არჩევნებთან კავშირი არ აქვს

გახარიას არჩევნებამდე არავითარი პატიმრობა არ ემუქრებოდა, მიუხედავად ამისა, გაიპარა ქვეყნიდან, არის გაქცეული და დღეს რაღაც საბაბებს იგონებს იმისთვის, რომ გაამართლოს ქვეყნის გარეთ ყოფნა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

პრემიერის თქმით, გახარიას შეეფარდება თუ არა სასჯელი კონკრეტული დანაშაულისთვის, ჯერ ეს არის სამართლებრივად დასადგენი.

„კონკრეტულ საქმეებზე პატიმრობას სჭირდება არა ერთი და ორი თვე – მეტი. არ ვიცი, ამ კაცს რა შიშები აქვს, ფაქტია, რომ გაქცეულია. როგორც იურისტი, ვამბობ ამას – მას, ყოველ შემთხვევაში არჩევნებამდე, არავითარი პატიმრობა არ ემუქრებოდა. მერე როგორ წავა ეს საქმე, ამას მე ვერ ვიტყვი. ეს არის პროკურატურის და შემდეგ სასამართლოს გადასაწყვეტი. მას შეეფარდება თუ არა სასჯელი კონკრეტული დანაშაულისთვის, ჯერ ეს არის სამართლებრივად დასადგენი, მაგრამ მას არჩევნებამდე არავითარი პატიმრობა არ ემუქრებოდა. მიუხედავად ამისა, გაიპარა ქვეყნიდან, არის გაქცეული და დღეს რაღაც საბაბებს იგონებს იმისთვის, რომ გაამართლოს ქვეყნის გარეთ ყოფნა. თავისი შიშები აქვს ამ კაცს და რეალურად მის ქვეყნიდან გაქცევას არჩევნებთან არავითარი კავშირი არ აქვს. რაც შეეხება დანარჩენებს, არის მკაფიო განცხადება გაკეთებული – როგორც კი იტყვიან, რომ სურთ არჩევნებში მონაწილეობის მიღება, მიმართავენ განცხადებით პრეზიდენტს, მაშინვე ყველა იქნება შეწყალებული“, – განაცხადა პრემიერმა.