ირაკლი კობახიძე - გაიხსენეთ, რა სიტყვებით მოიხსენიებდა გვარამია პრეზიდენტს, ვფიქრობ, ზურაბიშვილი მინიმალურ პატივისცემას მაინც გამოხატავს ინსტიტუტის მიმართ და გამოირიცხება შეწყალება
ირაკლი კობახიძე - გაიხსენეთ, რა სიტყვებით მოიხსენიებდა გვარამია პრეზიდენტს, ვფიქრობ, ზურაბიშვილი მინიმალურ პატივისცემას მაინც გამოხატავს ინსტიტუტის მიმართ და გამოირიცხება შეწყალება

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ნიკა გვარამიამ საქართველოს პრეზიდენტი რეზიდენტად, ასევე რამდენიმე სხვა სიტყვით მოიხსენია და ამის შემდეგ, დავუშვათ, სალომე ზურაბიშვილი თუ მიიღებს შეწყალების გადაწყვეტილებას, გამოდის, რომ ის არ სცემს პატივს პრეზიდენტის ინსტიტუტს.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილი ასეთ გადაწყვეტილებას არ მიიღებს და მინიმალური პატივისცემა მაინც იქნება გამოხატული პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ.

„ბუნებრივია, აქაც ვერ ჩავერევი. შესაბამის ინსტანციებს შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების უფლება აქვთ. გაგახსენებთ, ნიკა გვარამია რა სიტყვებით მოიხსენიებდა საქართველოს პრეზიდენტს, მან სამი სიტყვა გამოიყენა. გაგახსენებთ პირველს, ეს იყო რეზიდენტი, მეორეს და მესამეს ეთიკური მოსაზრებიდან გამომდინარე არ გავიხსენებ. ამის შემდეგ როცა ვსაუბრობთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა შეიძლება, შეიწყალოს ნიკა გვარამია, გამოდის, რომ სალომე ზურაბიშვილი ოდნავადაც არ სცემს პატივს პრეზიდენტის ინსტიტუტს, ეს უნდა დავუშვათ. მგონი, ეს ასე არ იქნება, მინიმალური პატივისცემა მაინც იქნება გამოხატული პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ და ასეთ შემთხვევაში, გამოირიცხება შეწყალება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია თბილისის სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.